მედია - უკრაინამ რუსეთის უმსხვილესი ნავთობსადენების ქსელის საკვანძო ობიექტს დაარტყა

სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა რუსეთის კიროვის ოლქში ნავთობსადენის მაღალი სიმძლავრის წარმოების მართვის სადგურსა და რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობის საწყობზე იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის საზღვრიდან თითქმის 1200 კილომეტრში მდებარე კიროვის ოლქში განთავსებული „ლაზარევოს“ ხაზობრივი საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური ნავთობსადენ „სურგუტ–პოლოცკის“ ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია. ამ არტერიით ციმბირიდან და რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებიდან მოპოვებული ნავთობი ბალტიის პორტებში - პრიმორსკში, უსტ-ლუგასა და ბელარუსში გადატანა ხდება.

სადგური ასევე დაკავშირებულია მაგისტრალური ნავთობსადენის „დრუჟბას“ სისტემასთან, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს, სწრაფად გადაქაჩოს ნავთობი რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ორ უმსხვილეს ნავთობსადენს შორის.

ამასთან, შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების კიდევ ერთი სერიის დროს, სპეციალური ოპერაციების ძალების Deep Strike-ის ქვედანაყოფების დრონებმა ასევე დაარტყეს ნავთობბაზა „აგროპროდუქტს“ როსტოვის ოლქის დაბა მატვეევ-კურგანში.

ეს ნავთობბაზა, რომელიც თითქმის უშუალოდ უკრაინის საზღვართან მდებარეობს, მოიცავს დიდი მოცულობის რეზერვუარებს, საავტომობილო და სარკინიგზო ჩამოსასხმელ ტერმინალებს, ასევე სატუმბ სადგურს.

„მტრის ნავთობგადამამუშავებელი და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განადგურება ამცირებს მის ეკონომიკურ შესაძლებლობას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება