ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიბანში ბოფორტის ციხის აღება მნიშვნელოვანი ეტაპი და მკვეთრი ცვლილებაა ჩვენს პოლიტიკაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ლიბანის ისტორიული ბოფორტის ციხისა და მიმდებარე სტრატეგიული ქედის აღება ისრაელის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაა.

„დღეს ბოფორტში განსხვავებულად დავბრუნდით. დავრუნდით გაერთიანებულები, განმტკიცებულები და ისე ძლიერები, როგორიც არასდროს ვყოფილვართ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა „ჰეზბოლას“ 8 000 მებრძოლი გაანადგურა.

„“ხსნის ომის“ დაწყებიდან „ჰეზბოლას“ 8 000 ტერორისტი გავანადგურეთ. ოპერაცია „მოღრიალე ლომის“ შემდეგ - 3 000. მხოლოდ ბოლო თვეში - 700. ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, გააფართოვონ შეჭრა ლიბანში. მათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავეს. ბოფორის ქედზე კონტროლო აიღეს. ახლა კი ჩემი მითითებაა, გავაღრმაოთ და გავაფართოოთ ჩვენი კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც „ჰეზბოლა“ აკონტროლებს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელმა საკუთარი თემებისა და დასახლებების დასაცავად, უსაფრთხოების ზონები საზღვრებს მიღმაც შექმნა.

„ბოფორის აღება მნიშვნელოვანი ეტაპი და იმ პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. შიშის ბარიერი დავამსხვრიეთ. ყველა ფრონტზე ვმოქმედებთ - სირიაში, ღაზასა და ლიბანში. ჩვენი თემებისა და დასახლებების დასაცავად, უსაფრთხოების ზონები საზღვრებს მიღმაც შევქმენით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში