საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო და 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

„სესიის ფარგლებში განიხილეს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური საფრთხეები, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და მისი შედეგები ალიანსისთვის ასევე, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბრძოლის ველზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. დეპუტატებმა და სამხედრო თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა დისკუსიისას აღნიშნეს, რომ ევროატლანტიკური თავდაცვის გასაძლიერებლად საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯი განსაკუთრებით - თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება და შეიარაღების მოდერნიზაცია.

სესიის პლენალურ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს დეკლარაციას: კვანტური ნახტომი შეკავებისა და თავდაცვაში: საპარლამენტო დღის წესრიგი უფრო ძლიერი ნატო-სთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში