მიხეილ ყაველაშვილი - პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა - თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა გარანტი, რომ საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა

პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა - მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ საზოგადოებას დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა აქვს.

„ძვირფასო პოლიციელებო, გილოცავთ პოლიციელის დღეს! მსურს განსაკუთრებული მადლიერებით მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური და დაუღალავი შრომით ერთგულად ემსახურებით საქართველოს: მის სახელმწიფოებრიობას, კანონის უზენაესობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.

პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემასა და სრულ მხარდაჭერას თითოეული თქვენგანის მიმართ. პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციას მიმართა, რომ მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად არიან, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვან და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე.

მიხეილ ყაველაშვილმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს.

"ამ საზეიმო წუთებში, უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით, ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ნათელი ხსოვნის წინაშე, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უძვირფასესი - საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. მათი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში და მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში