მამუკა მდინარაძე - მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია

მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევებისგან დამოუკიდებლადაც კი არაერთი ადამიანი თუ პირთა ორგანიზებული ჯგუფი ებრძვის ხშირად პოლიციელის იმიჯს, ღირსებას, სიამაყის განცდას, პოლიციელის შრომისა და თავგანწირვას მორალურ ფასს, - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პოლიციელის დღეს კიდევ ერთხელ ახსენებს მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს! ეს თქვენი დღეა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს უმნიშვნელოვანეს წვლილს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში, კიდევ ერთხელ გვახსენებს თქვენს მუდმივ, თავდაუზოგავ შრომას და ქვეყნისადმი თავდადებას.

ეს დღე განსაკუთრებულია პირადად ჩემთვისაც. პირველი სამსახური, რომელიც ადამიანს განსაკუთრებულად ამახსოვრდება, ჩემთვისაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. ზუსტად ვიცი თუ რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია და რა ღირებულებებზე დგას ეს სამსახური, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის სამშობლო, ღირსება და ერთგულება.

საკუთარ თავზე და ბევრ თანამებრძოლზე გამომიცდია, როგორი ძლიერია პოლიციაში გუნდურობის განცდა, უღალატობა, ურთიერთგატანა, ურთიერთმხარდაჭერა, ერთმანეთისთვის თავგანწირვა, საქმისადმი თავდადება.

თქვენი საქმიანობა პროფესიულთან ერთად სხვა ბევრ სირთულესთანაც არის დაკავშირებული, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევებისგან დამოუკიდებლადაც კი არაერთი ადამიანი თუ პირთა ორგანიზებული ჯგუფი ებრძვის ხშირად პოლიციელის იმიჯს, ღირსებას, სიამაყის განცდას, პოლიციელის შრომისა და თავგანწირვას მორალურ ფასს, - პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ პოლიციელებს მიმართა, ძალიან მნიშვნელოვანწილად, პოლიციელების დამსახურებაა, თუ “ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ქვეყანაში მიიღება”.

მდინარაძემ მადლობა გადაუხადა მათ „თითოეული დღისთვის, რომელიც საქმეს და საქმისათვის თავგანწირვას“ დაუთმეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციელების პროფესიონალიზმი, სიმამაცე, გამბედაობა, ყოველდღიური ძალისხმევა ძალიან ფასეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს განვითარებაში, მის სიძლიერეში, დამოუკიდებლობაში და სიამაყის განცდაში.

„გავიხსენებ იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირეს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თანადგომას ვუცხადებ გმირების ოჯახებს, ახლობლებს, რომლებიც ამ მძიმე დანაკლისის ტკივილს სიამაყით ატარებენ. თქვენ ხართ საზოგადოების იმედი. თქვენ იცავთ ჩვენი შვილების მომავალს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი, სიმამაცე, გამბედაობა, ყოველდღიური ძალისხმევა ძალიან ფასეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მის სიძლიერეში, დამოუკიდებლობაში, სიამაყის განცდაში! თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. თითოეულს გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ბევრ წარმატებას და ძალიან მალე, ერთიანი საქართველოს სიამაყით მსახურებას! ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, საქართველოს!", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს