კახა კალაძე - სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა

ძვირფასო პოლიციელებო, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს - დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ქვეყნის გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი, რადგან ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„პოლიციელის დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ბატონ მინისტრს, ყველას, ვინც ღირსეულად ატარებს პოლიციელის წოდებას და კეთილსინდისიერად, თავდადებით ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს.

პოლიციელის დღეს ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რადგან ჩვენი სახელმწიფოს განვითარებასა და გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი. ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სტაბილური გარემოს შექმნაა მოქალაქეებისთვის.

ძვირფასო პოლიციელებო, სწორედ ამიტომ, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულების და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს, რომელიც შემთხვევით არ მოსდევს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით საქართველოს ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის! ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახების და სრულიად საქართველოს მფარველი!

მინდა მოვიხსენიო სამშობლოს სამსახურში დაღუპული პოლიციელები, დიდება მათ ხსოვნას!“, - აღნიშნა თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება