ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცის მკვლელობის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი

ბა­თუმ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ცნობებით, ქუ­ჩა­ში მყოფ კაცს ცეცხლი გა­უხ­სნეს.

ადგილობრივების თქმით, 45 წლის რო­ლანდ და­ვი­თა­ძეს უც­ნობ­მა პირ­მა 7-8-ჯერ ეს­რო­ლა. დავითაძემ ჭრი­ლო­ბა სხეულის სხვადასხვა არეში მიიღო.

მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემდეგ გარდაიცვალა.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი Palitravideo-თან აცხა­დებს, და­ვი­თა­ძემ მე­უღ­ლე და შვი­ლი სალონში მი­ა­ცი­ლა, რის შემ­დე­გაც მათ ქუ­ჩა­ში ელო­დე­ბო­და და სწო­რედ იმ დროს მოხდა სროლა.

"სა­ლონ­ში მი­ა­ცი­ლა ცოლი და შვი­ლი, იქვე სალონის წინ ეს­რო­ლეს. მე­უღ­ლე და შვი­ლი კარ­გად არი­ან. არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ გვაქვს, არც სა­ვა­რა­უ­დო, რა­ტომ ეს­რო­ლეს" , - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში