ემანუელ მაკრონი - აუცილებელია, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევა სწრაფად მოხდეს

აუცილებელია, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევა სწრაფად მოხდეს. ეს შესაძლებლობა ახლავე უნდა იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს.

მისი თქმით, შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, ომანის სულთან ჰაითამ ბინ ტარიკს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიდს და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის.

„აუცილებელია, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევა სწრაფად მოხდეს. ეს შესაძლებლობა ახლავე უნდა იქნას გამოყენებული. პრიორიტეტი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი გახსნა, ყოველგვარი პირობების გარეშე და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. შემდეგ უნდა გაგრძელდეს დისკუსიები სხვა საკითხებზე, განსაკუთრებით ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებსა და რეგიონულ სტაბილურობაზე ყოვლისმომცველი და მყარი შეთანხმების მისაღწევად“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა სრულად შეასრულოს თავისი როლი, ხელი შეუწყოს საზღვაო მიმოსვლის აღდგენას გაერთიანებულ სამეფოსთან შექმნილი დამოუკიდებელი მრავალეროვნული მისიის მეშვეობით, მხარი დაუჭიროს ბირთვულ დისკუსიებს და წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების ჩარჩოს ჩამოყალიბებაში.

„რაც შეეხება რეგიონულ სტაბილურობას, ის უნდა დაიწყოს ლიბანიდან, სადაც აუცილებელია იარაღის გაჩუმება - ყველა მათგანის და სამუდამოდ. არაფერი ამართლებს სამხრეთ ლიბანში მიმდინარე მასშტაბურ ესკალაციას. საფრანგეთი გააგრძელებს ლიბანის ხელისუფლების მხარდაჭერას სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებში“, - წერს მაკრონი.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს