ვოლოდიმირ ზელენსკი - იმედი მაქვს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან დრონების შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ - ბრძოლის ველზე დიდი გამოცდილების გამო, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს, რაც მათ არ აქვთ

დრონების შესახებ შეთანხმებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან და ახლა ვამზადებთ დრონების შესახებ დიდ შეთანხმებას ევროკავშირთან. იმედი მაქვს, რომ იგივე შეთანხმებას მივაღწევთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გვინდოდა შეერთებულ შტატებთან დრონების შესახებ პირველი შეთანხმების დადება. აშშ-ს სურდა ჩვენი ყველა ტიპის დრონების გამოცდა. შევთანხმდით, თუ როგორ სურდათ მათ ჩვენი სისტემების გამოცდა, წვრთნა და გამოყენება ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში. თუმცა, ჯერ კიდევ არ გვაქვს დრონების შესახებ ორმხრივი შეთანხმება - დიდი ჩარჩო დოკუმენტი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამერიკულ კომპანიებს აქვთ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიები, რომელიც უკრაინას არ აქვს, მაგრამ უკრაინას ბევრი რამ აქვს ისეთი, რაც შეერთებულ შტატებს არ აქვს.

„ამერიკულ კომპანიებს აქვთ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. თავის მხრივ, ბრძოლის ველზე ჩვენი დიდი გამოცდილების გამო, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს, რაც მათ არ აქვთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში