აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის რადარისა და დრონების ობიექტები დაბომბეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შაბათ-კვირას ირანის გორუკისა და კეშმის კუნძულებზე, რადარისა და დრონების მართვის ობიექტებზე თავდაცვის მიზნით დარტყმები განახორციელა.

ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა, რომ დარტყმები თეირანის „აგრესიული“ ქმედებების საპასუხოდ განხორციელდა, მას შემდეგ რაც ირანმა საერთაშორისო წყლების თავზე მოძრავი ამერიკული MQ-1 დრონი ჩამოაგდო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, საპასუხო მოქმედების ფარგლებში აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, სახმელეთო მართვის სადგური და ორი ერთმხრივი შეტევითი დრონი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში