ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთის საზღვაო ძალები რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერის ბორტზე ავიდნენ

საფრანგეთის საზღვაო ძალები ნავთობტანკერ „ტაგორის“ ბორტზე ავიდნენ, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა და რუსეთიდან მოდიოდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა X-ზე დაწერა.

„ეს ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, ღია ზღვაში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ზღვის სამართლის მკაცრი დაცვით განხორციელდა. მიუღებელია, რომ გემები თავიდან ირიდებდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკვე ოთხ წელზე მეტია აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაკრონმა.

ატლანტიკის საზღვაო პრეფექტურამ ორშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ნავთობტანკერზე, რომელიც რუსეთის ქალაქ მურმანსკიდან მოდიოდა, ჩარევა განახორციელეს.

„ოპერაციის მიზანი იყო იმ გემის კუთვნილების დადგენა, რომელიც, სავარაუდოდ, ყალბი დროშის ქვეშ დაცურავდა. ინსპექტირების ჯგუფის ბორტზე ასვლის შემდეგ, დოკუმენტების შესწავლამ დაადასტურა ეჭვები. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და პროკურორის მოთხოვნით, გემი სხვა მიმართულებით გადაამისამართეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრეფექტურას გემის სახელი არ დაუსახელებია.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში