ბოლნისში, დედის მიერ 7 წლის შვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. Ambebi.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

მათივე ცნობით, მკვლელობა ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციითვე, მოკლული 7 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო დანაშაულში ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა. ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში