ქეთევან ბაკარაძე - დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიეცით ბავშვებს წამალი, გეყოთ გამბედაობა და შეხვდით მათ მშობლებს, ნუ თამაშობთ ბავშვების სიცოცხლის დღეებით

დღეს 1-ელი ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიეცით ბავშვებს წამალი, გეყოთ გამბედაობა და შეხვდით მათ მშობლებს, ნუ თამაშობთ ბავშვების სიცოცხლის დღეებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები კვლავაც მიუწვდომელია.

„დღეს, 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ქვეყანაში გვყავს ბავშვები, რომელთა მშობლებიც უკვე 43-ე დღეა კანცელარიასთან მათ დასაცავად ათენებენ, მაგრამ ამ დრომდე არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არ გამოუჩენია სურვილიც კი, შეხვედროდა მათ, მოეკითხა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები კვლავაც მიუწვდომელია, ყოველი დაკარგული დღე კი მათ ჯანმრთელობაზე შეუქცევად კვალს ტოვებს, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში თანამედროვე მედიცინა ამ ბავშვებს სიცოცხლის გახანგრძლივებისა და უკეთესი მომავლის რეალურ შანსს აძლევს. ფარისევლობაა საქართველოს ბიუჯეტით გამდიდრებული „ოცნების“ წევრების მიერ ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებები ოჯახის სიწმინდეზე, დემოგრაფიულ გამოწვევებზე, ეკლესიურობასა და მშვიდობაზე, მაშინ, როდესაც მათ ბავშვების სიცოცხლისთვის რამდენიმე მილიონი ენანებათ. დიახ, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მილიარდ ლარზე მეტს ჩუქნის მათთან დაახლოებულ ენერგოკომპანიებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ხელისუფლება, რომელიც საკუთარი აქტივისთვის სახელფასო დანამატებს და ფულად ჯილდოებს აკანონებს, ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფრის ფასი გაზარდა, ხელისუფლება, რომელმაც ბიუჯეტში მოსაპარი და სახლში წასაღები ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის - ფული ვერ გამონახა.

დღეს 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიეცით ბავშვებს წამალი, გეყოთ გამბედაობა და შეხვდით მათ მშობლებს, ნუ თამაშობთ ბავშვების სიცოცხლის დღეებით. იცოდეთ, რომ მთელი ქვეყანა მათ გვერდით დგას. ხალხი აკეთებს იმას, რაც სახელმწიფოს გასაკეთებელია და გვჯერა, რომ ეს ბრძოლა დიუშენის ბავშვების გამარჯვებით დასრულდება. ვერავინ ვერ წაართმევს ბავშვებს მათ ფუნდამენტურ უფლებას - სიცოცხლეს!" - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს