ნიკოლ ფაშინიანი - ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია

ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია, რადგან არსებითად არანაირი დასაბუთება არ არსებობს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევანი ამჟამად თეორიულია და თეორიული არჩევანის რეფერენდუმზე დასმა არაგონივრული და უსაფუძვლოა. ამიტომ, ხელისუფლება მშვიდად და ცივი გონებით გააგრძელებს მუშაობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.

ნიკოლ ფაშინიანმა დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მოდელი დეტალურად განიხილა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ხშირად საუბრობდა ამ თემაზე და შეეცადა აეხსნა, თუ როგორ ფუნქციონირებს ის.

მისი თქმით, სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი, მხოლოდ სხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედებაში არსებობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ტრანსფორმაციას განიცდიან.

„ტრანსფორმაციის ამ ეტაპს დადებითად მივიჩნევ, რადგან დიახ, ამ ახალი სიტუაციის პირობებში ჩვენ რუსეთთან ახალ ურთიერთობებს ვამყარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში წარმატებას მივაღწევთ, მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები ღია და გულწრფელია; ამ ურთიერთობებში არანაირი ბნელი კუთხე არ დაგვიტოვებია“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში