გურამ მაჭარაშვილი - ისე ვატყობ, მგონი, მელია-სააკაშვილი და გვარამია-სააკაშვილი ჩვენი გასაშველებელი გახდებიან - არაფერი გააჩნიათ და ერთმანეთს ეჩხუბებიან, ძალაუფლება რომ ჰქონდეთ, წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებიან

ისე ვატყობ საქმეს, მგონი, მელია-სააკაშვილი და გვარამია-სააკაშვილი ჩვენი გასაშველებელი გახდებიან - ამ ხალხს არაფერი გააჩნია და ერთმანეთს ეჩხუბებიან და მათ რომ ძალაუფლება ჰქონდეთ, წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებიან, ვინ ვის დაარტყამს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი და მელია არარსებულ ძალაუფლებას ვერ იყოფენ.

„ისე ვატყობ საქმეს, რომ მგონი, მელია-სააკაშვილი და გვარამია-სააკაშვილი ჩვენი გასაშველებელი გახდებიან იმდენად სერიოზული დაპირისპირება აქვთ. როცა ვითომ ერთიანდებიან, იმ დღესვე აცხადებენ, რომ გაერთიანების მიუხედავად, ცალ-ცალკე არიან. არქივი ნახეთ, სადაც ამბობენ, რომ ცალ-ცალკე გზები აქვთ. ეს მათი ბუნებაა. შემდეგ, ეს ხალხი კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს. მაშინ, როცა ერთ განცხადებაზე ვერ თანხმდებიან, თურმე, საქართველოში კოალიციურ მთავრობას შექმნიან. ამიტომაც არის, რომ მათი მხარდამჭერები ყოველ დღე მცირდება. მათი წარმატების იმედი მათ პატრონებსაც კი აღარ აქვთ. სააკაშვილი და მელია არარსებულ ძალაუფლებას ვერ იყოფენ. ამ ხალხს არაფერი გააჩნია და ერთმანეთს ეჩხუბებიან და მათ რომ ძალაუფლება ჰქონდეთ, წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებიან - ვინ ვის დაარტყამს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა, ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. როგორც მელია წერს, „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შესტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“. ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ „საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა" ჩამოსულიყო. ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან მის მისამართით გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს".

პასუხად კი, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ნიკა მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან - ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც".

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს