მამუკა მდინარაძე - News Feed-ს რომ ვდიოთ, ამას არ ვაპირებთ - იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები

ჩვენ News Feed-ს რომ ვდიოთ, ამას არ ვაპირებთ. იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები - ოქროს შუალედი უნდა განსაზღვროს სასამართლომ, რაღაცაზე შსს-მ შეიძლება წარადგინოს, ბრალი დასდოს ადამიანს, რომ შენ გასცდი გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს, დედის გინებით, შეურაცხყოფით, უხეში შეურაცხყოფა მიაყენე ადამიანს, შელახე მისი პატივი და ღირსება, მაგრამ სასამართლომ მიიჩნიოს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ზის და არ მოიცავს შეურაცხყოფის ელემენტებს, - ასე განმარტავს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე ახლად შექმნილი სააგენტოს ფარგლებში, როგორ მოხდება მოქალაქეების შერჩევა და მათი პოზიციის მონიტორინგი.

მამუკა მდინარაძის თქმით, შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება მეტი უხეში პრეცედენტი გამოვლინდეს იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებმა გადაწყვიტონ, რა არის ადმინისტრაციულად გადაცდომა, რა არ არის დანაშაული და რა, არა.

„ამბავი არის ასეთი, ჩვენ News Feed-ს რომ ვდიოთ, ამას არ ვაპირებთ. იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები. მთლიანად ბრიტანეთის სამართლის პრეცედენტულ სამართალზე დგას და ბრიტანეთში, მაგალითად, რაღაც ქმედება ან მისი კრიმინალიზაცია ან მისი ადმინისტრაციული წესით დასაკვალიფიცირებლად გამზადება არ ხდება ყველას შესწავლის შემდეგ. პრეცედენტი ითვალისწინებს და პრეცედენტული სამართლის ნიშნები გარკვეულწილად ყველა ქვეყანას აქვს. ბრიტანეთი გაცილებით მეტად არის პრეცედენტულზე დამოკიდებული, ვიდრე ჩვენი სამართალი, მაგრამ პრეცედენტული სამართალი, ამ შემთხვევაში, დომინანტი შეიძლება იყოს იმიტომ, რომ პრეცედენტები ქმნიან შემდეგ სასამართლო პრაქტიკასაც, მათ შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვივლით ამ გზით. შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი უხეში პრეცედენტი იყოს გამოვლენილი იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებმა გადაწყვიტონ, რა არის ადმინისტრაციულად გადაცდომა, რა არის დანაშაული და რა, არა. ფარგლები, სად არის - საკმაოდ რთული საკითხია, მართლაც“, - აცხადებს მდინარაძე.

როგორც მდინარაძე განმარტავს, აქ საუბარია დაკვალიფიცირებაზე და არა დასანქცირებაზე, მისი დაკვალიფიცირების შემდეგ სანქცია მოსამართლის გადასაწყვეტია, რომელ ქმედებას მიიჩნევს მძიმედ ან ნაკლებად მძიმედ, ადმინისტრაციულ გადაცდომად, თუ ა.შ.

„მართლაც ხომ არსებობს რისკი იმისა, რომ რაღაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩასაჯდომი ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს ადმინისტრაციულ გადაცდომად. ეს რისკი რომ არ დადგეს პრეცედენტი არის ამის წამალი და ამის გადაწყვეტის უებარი საშუალება, მეტიც, მკურნალობის. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების და გამოხატვის უფლების ჩარჩოების განსაზღვრას სჭირდება მოფრთხილება ერთის მხრივ და მეორე მხრივ - ამ ჩარჩოს გაცდენას სჭირდება სწორი დაკვალიფიცირება იმისთვის, რომ შენი უფლების რეალიზებამ არ მოახდინოს სხვისი უფლების შელახვა. საბოლოოდ, ეს ოქროს შუალედი უნდა განსაზღვროს სასამართლომ, რაღაცაზე შსს-მ შეიძლება წარადგინოს, ბრალი დასდოს ადამიანს, რომ შენ გასცდი გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს, დედის გინებით, შეურაცხყოფით, უხეში შეურაცხყოფა მიაყენე ადამიანს, შელახე მისი პატივი და ღირსება, მაგრამ სასამართლომ მიიჩნიოს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ზის და არ მოიცავს შეურაცხყოფის ელემენტებს“, - განმარტავს მამუკა მდინარაძე.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს