ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა, ევროკავშირთან და UNICEF-თან თანამშრომლობით, ამბროლაურში ღონისძიება გამართა

2026 წლის 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ევროკავშირთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, ამბროლაურში ღონისძიება გამართა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ღონისძიებაში ამბროლაურში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანიმ.

შეხვედრის მიზანი იყო ბავშვების ინფორმირება საკუთარი უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და შესაბამისი უწყებების როლის შესახებ, ასევე, ბავშვების მოსაზრებების მოსმენა და მათი მონაწილეობის წახალისება.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვები ჩაერთნენ ინტერაქტიულ ჯგუფურ აქტივობებში და იმსჯელეს თავიანთ უფლებებზე, უფლებების დაცვისა და მათი მხარდაჭერის არსებულ მექანიზმებსა და ბავშვზე მორგებული, უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, დამატებით გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ უკუკავშირი ორგანიზატორებისგან.

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვა, მათთვის მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, ბავშვების რეალური მონაწილეობის უზრუნველყოფას, მათი მოსაზრებების მოსმენასა და საჭიროებებზე ეფექტიან რეაგირებას უნდა ეფუძნებოდეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება