"ევროპის უნივერსიტეტის" ინიციატივით ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს

"ევროპის უნივერსიტეტის" ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პატარებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს. ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ბავშვების უფასო გამოკვლევებში "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორებმა, სხვადასხვა დარგის პროფესიონალმა ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა.

„გასინჯვების პარალელურად მოზარდებს "ევროპის უნივერსიტეტში" სხვადასხვა ღონისძიებებით უმასპინძლეს. სადღესასწაულო გარემო ანიმატორებმა და ბავშვებისთვის საყვარელმა ანიმაციურმა გმირებმა შექმნეს.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს "ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიური კლინიკა "EU Dent-ში ბავშვებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ტარდება.

დღის ბოლოს "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტური კაპელა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პირველ სოლო კონცერტს გამართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში