დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე იკრიბებიან

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

მშობლების განცხადებით, მათ ბავშვთა დაცვის დღეს შვილების გასართობად წაყვანის ნაცვლად აქციაზე მისვლა მოუწიათ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყონ მედიკამენტების საქართველოში შემოტანა.

„დღეს არის ბავშვთა დაცვის დღეს და ჩვენ 40 დღეზე მეტია აქ ვდგავართ იმის ნაცვლად, რომ სკვერში ან სადმე პარკში გავართოთ ჩვენი შვილები. ჯანდაცვის მინისტრი და ბატონი კობახიძე დადის და ითვლის თანხებსა და ფინანსებს, ამ დროს ჩვენ ვითვლით დღეებს და წამებს. აღარ გაუკვირდეთ დედების ემოციები, გამწარებული დედები ვართ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მოვიდოდნენ, იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც მათ დატოვეს ინდივიდუალური განცხადებები ჯანდაცვის მინისტრის სახელზე, რითაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს, რომ დროულად იქნას მედიკამენტები ქვეყანაში შემოტანილი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში