კირილ ბუდანოვი - პრეზიდენტის დავალებაა, ვეცადოთ, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს -  სასურველია ზამთრამდე

პრეზიდენტის დავალებაა, ვეცადოთ, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს - სასურველია ზამთრამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა კიევში, „უსაფრთხოების არქიტექტურის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ეს აბსოლუტურად სწორი, დროული და კარგად გააზრებულია“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს.

„საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები უკვე არსებობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში