ბენიამინ ნეთანიაჰუ -  ტრამპს ვუთხარი, რომ თუ „ჰეზბოლა“ ჩვენს ქალაქებზე თავდასხმას არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებს დაარტყამს

პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ თუ „ჰეზბოლა“ ჩვენს ქალაქებზე თავდასხმას არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებს დაარტყამს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტირი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საღამოს პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თუ „ჰეზბოლა“ ჩვენს ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმას არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებს დაარტყამს“, - წერს ნეთანიაჰუ X-ზე.

მისი თქმით, ისრაელის „ეს პოზიცია უცვლელი რჩება“.

„პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში მოქმედებას გეგმის მიხედვით გააგრძელებს“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში