რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო-სამხედროადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.
თავდასხმის შედეგად ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა შენობები და ავტომობილები.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა შეტევა განახორციელეს დნიპროზეც, რის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.