ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული ორი რაკეტა მოიგერიეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ მტრის თვითმფრინავმა ჩრდილოეთ ისრაელში შეაღწია, სავარაუდო სამიზნე კი ლიბანის საზღვართან ახლოს ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ამასთან, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ გვიან ღამით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის სამიზნეებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს.

რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მაღალი რანგის წარმომადგენლების მეშვეობით ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა „ჰეზბოლასთან“ და ისინი დათანხმდნენ, რომ ყოველგვარი სროლა შეწყდება - ისრაელი მათ თავს არ დაესხმება, ისინი კი ისრაელს არ დაესხმებიან თავს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში