უკრაინულმა დრონებმა ბერდიანსკის პორტში რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სამხედრო ნაწილები თავს დაესხნენ რუსულ სატვირთო გემ „ლეონიდ პესტრიკოვს“, რომელიც დროებით ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში იმყოფებოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების 422-ე ცალკეულ პოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

30 მაისის ღამეს, უპილოტო სისტემების ძალების დრონებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერსა და ნავთობბაზას, ასევე ოკუპირებულ ფეოდოსიაში, ყირიმში, საზღვაო ნავთობის ტერმინალს შეუტიეს.

უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, მაიორმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ, ასევე განაცხადა, რომ 30 მაისის ღამეს, რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სამხედრო აეროდრომზე, უკრაინელებმა ერთი „ისკანდერი“ და ორი „ტუ-142“ ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში