მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ალტერნატიული შემოსასვლელი მოეწყოს

მცხეთიდან დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ალტერნატიული შემოსასვლელი მოეწყოს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის საკითხზე მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, ავჭალა-ზაჰესის გავლით, ლილოს მიმართულებით, ქალაქში შემოსვლის გარეშე გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალიც.

“ჯერ არ გამიჟღერებია და პირველად თქვენი ეთერით ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელის გაკეთება დიდი დიღმის მიმართულებით, უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რა პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე, ავჭალა-ზაჰესის გავლით ლილოს მიმართულებით ქალაქში შემოსვლის გარეშე რომ გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში