მარია ზახაროვა - რუსეთმა საფრანგეთისგან გემ Tagor-ის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა

საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, რომ პარიზმა მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ და იღებს ყოვლისმომცველ ზომებს ეკიპაჟში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად

რუსეთმა საფრანგეთისგან მოითხოვა ინფორმაცია გემ Tagor-ის დაკავებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„საფრანგეთში რუსეთის საელჩომ მოითხოვა, რომ პარიზმა მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ და იღებს ყოვლისმომცველ ზომებს ეკიპაჟში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად“, - ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში.

მისი მტკიცებით, პარიზის ქმედებები ევროპული სამართლებრივი ნიჰილიზმისა და ნორმების საკუთარი მიზნების შესაბამისად გადაწერის მაგალითია.

ცნობისთვის, გუშინ ატლანტის რეგიონის საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურამ განაცხადა, რომ რუსეთიდან მიმავალი ტანკერი დააკავეს. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, გემი ცრუ დროშის ქვეშ მოძრაობდა. გემის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. „ეს ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, ღია ზღვაში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით, ზღვის სამართლის მკაცრი დაცვით განხორციელდა. მიუღებელია, რომ გემები თავიდან ირიდებდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკვე ოთხ წელზე მეტია აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაკრონმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში