უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 729 რაკეტით და დრონით შეუტია

რუსეთმა, წუხელ, უკრაინას 656 დრონითა და სხვადასხვა ტიპის 73 რაკეტით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის მიერ გაშვებული 729 სამიზნიდან 642 - 40 რაკეტა და 602 დრონი - გაანადგურა. მათ შორის : „ისკანდერ-M“ ტიპის 11 ბალისტიკური რაკეტა, Х-101 ტიპის 6 რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტა დ სხვადასხვა ტიპის 602 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსული ძალების შეტევის ძირითადი მიმართულება კიევი იყო. თავდასხმები ასევე განხორციელდა დნიპროს, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავას ოლქისა და სხვა რეგიონების წინააღმდეგ.

დაფიქსირდა 30 ბალისტიკური რაკეტის, 3 ფრთოსანი რაკეტის და 33 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 38 ლოკაციაზე, ასევე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები 15 ლოკაციაზე.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს