ირაკლი კუპრაძე კახა კალაძეს - თქვენს ქალაქში დაასახიჩრეს ასობით ადამიანი, არიან პოლიტპატიმრები, რუსთაველის გამზირზე, საწამებელ ავტობუსებში აწამებდნენ ხალხს - თქვენ უნდა გადადგეთ!

თქვენს ქალაქში დაასახიჩრეს ასობით ადამიანი, თქვენს ქალაქში არსებობს პოლიტპატიმრები, თქვენს ქალაქში საწამებელი „მარშრუტკები" გყავდათ, ავტობუსები რუსთაველის გამზირზე, საწამებელ ავტობუსებში აწამებდნენ ხალხს, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, კახა კალაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„თქვენს ქალაქში, სადარბაზოებთან ხვდებოდნენ ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და სცემდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების ქვეშ იყვნენ. ნახევარ თბილისს დაურეკეს და დედა აგინეს, იმიტომ რომ აქციაზე იდგნენ. ეს ხომ იყო ორგანიზებული? არც ამაზე გრძნობთ პასუხისმგებლობას?... თქვენ უნდა გადადგეთ, თუ არ გეშინიათ ამ პასუხისმგებლობის აღების.

„ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს და თანამდებობის პირებს დრო აფასებს და როგორც ვნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ ციხით ფასდებიან“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს