ირაკლი კუპრაძე კახა კალაძეს - თბილისის მერიას შეუძლია სკოლებში უფასო კვება შემოიტანოს - გარდა ამისა, უფასო სასადილოების ულუფის ღირებულება ბოლოს 2022 წელს გაიზარდა, როგორ შეიძლება 1 ლარად და 10 თეთრად გამოკვებო მშიერი მოქალაქე?!

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან გამართულ დებატებში უფასო სასადილოებზე, სკოლებში უფასო კვებასა და გაზრდილ ჯარიმებზე ისაუბრა.

კუპრაძის თქმით, უფასო სასადილოებში ულუფის ღირებულება ძალიან დაბალია და შეუძლებელია, ამ ფასად ადამიანი გამოიკვებოს.

„თბილისის მერიას შეუძლია სკოლებში უფასო კვება შემოიტანოს... წალენჯიხაში, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, შევძელით უფასო კვების პროექტის შემოგვეტანა სკოლებში. თბილისს აქვს 2 მილიარდ 700 მილიონი ბიუჯეტი, წალენჯიხას 21 მილიონი, სამწუხაროდ 21 მილიონიანმა წალენჯიხამ აჯობა კალაძეს.

უფასო სასადილოების ულუფის ღირებულება ბოლოს 2022 წელს გაიზარდა. როგორ შეიძლება 1 ლარად და 10 თეთრად გამოკვებო მშიერი მოქალაქე?!

ჯარიმებით 2026 წლის იანვარ-აპრილში კალაძემ 7 მილიონი ლარი ამოუღო თბილისელებს ჯიბიდან!“, - განაცხადა კუპრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში