2023 წელს სტიპენდიური პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ თბილისში (BIST) 26 სტიპენდიატი მოსწავლე მიიღო, მათგან შვიდი კი სკოლას 2026/2027 სასწავლო წლიდან შეუერთდება.
სამი წლის განმავლობაში BIST-ის მიერ სტიპენდიების დაფინანსებაში განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციამ 2.3 მილიონ ლარს გადააჭარბა.
სკოლისთვის, რომელიც საქართველოს წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს, სტიპენდიური პროგრამა მისი საგანმანათლებლო მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია - აღმოაჩინოს მაღალი აკადემიური პოტენციალის მქონე ახალგაზრდები და მათ მსოფლიო დონის განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს.
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველაზე ნიჭიერ, მიზანდასახულ და ამბიციურ ახალგაზრდებს BIST-ში სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ნიჭიერი მოსწავლე ბევრია, თუმცა შესაძლებლობა ყოველთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ამ სხვაობის შემცირებას ემსახურება ჩვენი პროგრამა.“ - რობერტ სნოუდენი, BIST-ის დირექტორი.
BIST მოსწავლეებს სთავაზობს მაღალი აკადემიური სტანდარტების მქონე ბრიტანულ განათლებას მრავალფეროვან და საერთაშორისო გარემოში. ძლიერი აკადემიური შედეგებისა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში წარმატებული ჩარიცხვების ისტორიის წყალობით, სკოლა იმ ოჯახების ერთ-ერთ მთავარ არჩევანად ჩამოყალიბდა, რომლებიც შვილებისთვის ისეთ განათლებას ეძებენ, რომელიც მათ გლობალური შესაძლებლობებისთვის ამზადებს. სტიპენდიატი მოსწავლეებიც სწორედ ამ წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი არიან.
სტიპენდიის კანდიდატების შერჩევა ყოველწლიურად, კონკურსის წესით მიმდინარეობს. შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აკადემიურ მიღწევებს, კრიტიკული აზროვნების უნარს, მოტივაციასა და პიროვნულ თვისებებს.
პროგრამა ყოველწლიურად ფართოვდება. დღემდე მხარდაჭერილი 26 მოსწავლითა და 2.3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით, BIST არა მხოლოდ ცალკეული ახალგაზრდების წარმატებაში დებს რესურსს, არამედ საქართველოს მომავლის განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს.
(R)