ვასო ურუშაძე - კახა კალაძის მმართველობამ კრახი განიცადა - 2017 წლიდან დღემდე, კალაძემ თბილისელების 16 მლრდ ლარი გაფლანგა

კახა კალაძის მმართველობამ კრახი განიცადა. მისი მცდელობა, რომ თბილისელები კვლავ შეცდომაში შეიყვანოს, წარმოაჩინოს, თითქოს მისი მმართველობის პერიოდში რამე გაკეთდა, არის ერთი დიდი ტყუილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე, კახა კალაძემ თბილისელების 16 მლრდ ლარი გაფლანგა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიების დაწყება არის საჭირო.

„თბილისის ურბანულ კატასტროფას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და ეს გამომწვევი მიზეზები არის კახა კალაძე. 2017 წლიდან დღემდე კახა კალაძემ საქართველოს მოქალაქეების, თბილისელების 16 მლრდ ლარი გაფლანგა. ამასთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა არსებობს კორუფციული გარიგებების თვალსაზრისით და საჭიროებს ერთ ძალიან დიდ გამოძიებას, თუ რაში დახარჯა კახა კალაძემ 16 მლრდ ლარი წლების განმავლობაში და რატომ არის ყველა პრობლემა დღემდე მოუგვარებელი დედაქალაქში, დაწყებული საცობებით, გაგრძელებული პარკირებით, მუნიციპალური ტრანსპორტით, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისებით, მათ შორის საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარებით.

გუშინ კახა კალაძის მხრიდან ძალიან დიდი ტყუილები მოვისმინეთ, რომ თითქოს არ არის საჭირო ხიდების, ესტაკადების მშენებლობა, ტრამვაის პროექტის მოწყობა. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 22 პროექტი, რომელსაც კახა კალაძე დაჰპირდა დედაქალაქის მცხოვრებლებს, თუმცა არცერთი მათგანი არ შესრულდა.

ეს არის კახა კალაძის მმართველობის სარკე. ერთადერთი, რასაც ახერხებს, არის ჯარიმები და თბილისელების ყოველდღიური ტერორი, შემდეგ კი ამ ჯარიმებიდან ამოღებული თანხის არარაციონალური ხარჯვა, ფლანგვა და მისი პირადი კომფორტისთვის შემოსავლების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში