ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა ბალისტიკური და სხვა რაკეტების დარტყმებისგან დაცული არ იქნება, ეს თავდასხმები გაგრძელდება - პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს

მასშტაბური თავდასხმა და რუსეთის აბსოლუტურად მკაფიო განცხადება: თუ უკრაინა არ იქნება დაცული ბალისტიკური და სხვა რაკეტების დარტყმებისგან, ეს თავდასხმები გაგრძელდება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„ევროპას საკუთარი ანტიბალისტიკური თავდაცვა სჭირდება, რათა ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს და შეერთებული შტატების დახმარება Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების მიწოდებაში აბსოლუტურად აუცილებელია. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და დღევანდელ თავდასხმაზე ეფექტური რეაგირების იმედი გვაქვს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, შედეგების აღმოფხვრაში სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 500-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. ძირითადი დარტყმა კიევზე განხორციელდა, სადაც ათობით საცხოვრებელი შენობა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, დაიღუპა 4 ადამიანი და ათობით დაშავდა.

ზელენსკის ცნობით, დნიპროში, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ქალაქში ოცდათხუთმეტი ადამიანი დაშავდა. ექვსი ადამიანის ბედი უცნობია და მათი ძებნა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსებმა ასევე დაარტყეს ენერგეტიკულ ობიექტებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხარკოვის ოლქში. ასევე თავდასხმა განახორციელეს, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის და ხმელნიცკის ოლქებზე.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება