პრემიერის ანგარიში - საქართველო აქტიურად მუშაობს ალიანსის წევრ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციის შესაბამის სამსახურებთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე

საქართველო აქტიურად მუშაობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციის შესაბამის სამსახურებთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე,- ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის იანვრიდან მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების პროექტზე, ნატო-ს ერაყის მისიაში (NMI) საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„შემუშავდა, დამტკიცდა და ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიგზავნა საქართველოს 2025 წლის რიგით მე-17 წლიური ეროვნული პროგრამა (ANP 2025). 2026 წლის იანვრიდან დაიწყო აქტიური მუშაობა 2026 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამაზე. მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ნატო-საქართველოს 2025 -2028 წლების ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის (ITPP) ტექსტზე. შედეგად, ITPP-ის დოკუმენტი 2026 წლის 6 მარტს დამტკიცდა და ის მოიცავს ნატოს-თან თანამშრომლობის პოლიტიკურ და პრაქტიკულ განზომილებას. ქართული მხარე აგრძელებს ძალისხმევას ITPP-ში განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანებისა და თანამშრომლობის მიზნების იმპლემენტაციის მიზნით. საქართველო განაგრძობდა ალიანსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. საქართველომ მონაწილეობა მიიღო ნატოს ოპერაციაში – „Sea Guardian“, თურქეთისა და საბერძნეთის გემებზე. 2025 წლის იანვრიდან მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების პროექტზე, ნატო-ს ერაყის მისიაში (NMI) საქართველოს მონაწილეობასთან (როგორც ოპერატიული პარტნიორი) დაკავშირებით. 2025 წლის 25 ივლისი-8 აგვისტოს პერიოდში, საქართველოში გაიმართა „მტკიცე სული 2025-ის“ (Agile Spirit 2025) მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნები, რომელსაც მეთორმეტედ ვუმასპინძლეთ.

საქართველო აქტიურად მუშაობს ალიანსის წევრ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციის შესაბამის სამსახურებთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე. საანგარიშო პერიოდში ნატო-ს მხრიდან საქართველოში განხორციელდა ორი ვიზიტი. 2026 წლის 7- 9 მაისს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი (კევინ ჰამილტონი) ეწვია. გაგრძელდა განიარაღებასა და შეიარაღებაზე კონტროლის, გაუვრცელებლობის, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მექანიზმებთან დაკავშირებული რეჟიმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.“-ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია