პრემიერ-მინისტრის საანგარიშო მოხსენების თანახმად, დაიწყო თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესი 10-წლიანი (2035 წლამდე) პერსპექტივით

პრემიერ-მინისტრის საანგარიშო მოხსენების თანახმად, დაიწყო თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესი 10-წლიანი (2035 წლამდე) პერსპექტივით. პროცესი მოიცავს, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, მომავლის ოპერატიული გარემოს განსაზღვრასა და მასზე დაფუძნებით, “თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2026 2030“ დოკუმენტის შემუშავებას.

“ამ ეტაპისათვის, განისაზღვრა მომავლის ოპერატიული გარემო და შეფასდა “თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“ დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული ანალიზის გათვალისწინებით, შემუშავდა “თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2026–2030-ის“ პირველადი პროექტი. სტრატეგიული მიმოხილვის მიგნებების, ასევე “თავდაცვის ძალები 2030“ დოკუმენტის შესრულების შეფასებისა და თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების ანალიზის საფუძველზე, დაიწყო მუშაობა გრძელვადიანი განვითარების განახლებულ დოკუმენტზე – “თავდაცვის ძალები 2035“ - ნათქვამია პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებებით თავდაცვის ძალების გაძლიერების მიმართულებით, გრძელდება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტებთან თავსებადი, მაღალი სიზუსტის ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა.

“საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული რადიოლოკაციური სადგურებისა და მართვა-კონტროლის სისტემების ტექნიკური მომსახურება და მათი ფუნქციური გამართულობის უზრუნველყოფა. პარალელურად, ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის ფარგლებში, მიმდინარეობს საზენიტო-სარაკეტო და ანტიდრონული სისტემების კონტრაქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება. გრძელდება თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემის დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჰაერო სივრცის ოპერირების კოორდინაციასა და მართვის ეფექტიანობას“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში