ლევან მახაშვილი - ჩვენი საბოლოო მიზანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, სრულიად ახალი, რეალური დღის წესრიგის საფუძველზე

ეს ურთიერთობები დღეს პრაქტიკულად აღდგენილია, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ ურთიერთობების აღდგენა და უბრალოდ შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ - ჩვენი საბოლოო მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, სრულიად ახალი, რეალური დღის წესრიგის საფუძველზე, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება აღებული სწორი მიმართულების მიყვანა იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაა.

„ნამდვილად მრავლისმთქმელი განცხადება იყო. ახალი არ ყოფილა, რადგან ამ დეტალებზე გვქონდა საუბარი. ჩვენს კოლეგებთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით, გაგვევლო თითოეული დეტალი, ამ ურთიერთობის ერთგვარი პროგრესი დაგვენახა გასული თვეების განმავლობაში და გვესაუბრა იმაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივიდეთ ლოგიკურ დასასრულამდე.

პროცესი მიდის სწორი მიმართულებით, ეს ამ შეხვედრებიდანაც მკაფიოდ გამოიკვეთა, იქნება ეს პოლიტიკური მიმართულებები, ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება თუ სხვა სექტორი. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ სწორი მიმართულების მიყვანას იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაა. ეს ურთიერთობები დღეს პრაქტიკულად აღდგენილია, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ ურთიერთობების აღდგენა და უბრალოდ შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ - ჩვენი საბოლოო მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, სრულიად ახალი, რეალური დღის წესრიგის საფუძველზე. ამ ვიზიტმა და შეხვედრებმა კიდევ ერთხელ გამიმყარა იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას“, - განაცხადა მახაშვილმა.

კითხვაზე, რომელიც აშშ-ის საელჩოს განცხადების იმ ნაწილს შეეხებოდა, სადაც საუბარი ოპოზიციაზეა, მახაშვილმა აღნიშნა, რომ მათი მისამართით ბოიკოტზე აქცენტი სწორი გზავნილია.

„ეს სწორი გზავნილია. ამაზე საუბარი ჩვენ შეხვედრების განმავლობაშიც გვქონდა. რამდენადაც მე ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც ამაზე ძალიან ღრმად და დიდი ხანი ისაუბრეს. ამიტომ საინტერესოა მათი მოსაზრებები რეალურად რა თქვეს და როგორ თქვეს. ამერიკის მხარემ ჩვენ გაგვიზიარა თავისი შეხედულებები და ეს სრულიად ბუნებრივია. ყველა პატრიოტი, ჯანსაღად მოაზროვნე და მოფიქრალი პოლიტიკური ძალისთვის კონსტიტუციური წესრიგი, წესი და ჩარჩო არის უპირველესი. არ არის ბუნებრივი და კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალები საპარლამენტო მანდატებზე, მხარდაჭერაზე ამბობენ უარს და ცდილობენ ეს პროცესი გადაიტანონ ქუჩაში. ამერიკის მხარესაც აქვს ძალიან ლოგიკური, ჯანსაღი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და რამდენადაც მე ვიცი, ეს გზავნილები ძალიან მკაფიოდ იქნა გადაცემული ოპოზიციის მიმართაც“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.

ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, მათი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია