პრემიერის ანგარიში - საანგარიშო პერიოდში ავტორიზაციის პროცესი გაიარა 104–მა საბავშვო ბაღმა, 2025 წელს ავტორიზაცია გაიარა 119-მა სკოლამ - ასევე, ავტორიზებულია 206 კერძო სკოლა

საანგარიშო პერიოდში ავტორიზაციის პროცესი გაიარა 104–მა საბავშვო ბაღმა, 2025 წელს ავტორიზაცია გაიარა 119-მა სკოლამ. ასევე, ავტორიზებულია 206 კერძო სკოლა, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

„სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ავტორიზაციის პროცესი გაიარა 104–მა საბავშვო ბაღმა, მათ შორის, 103-მა საჯარო და 1-მა კერძო დაწესებულებამ. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 126 ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პროცესი.

რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოსწავლეთა მხარდაჭერის, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, 2025 წელს ავტორიზაცია გაიარა 119-მა სკოლამ, ავტორიზებულია 569 და მიმდინარეობს 140 საჯარო სკოლის ეტაპობრივი ავტორიზაცია. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდისთვის ავტორიზებულია 206 კერძო სკოლა.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სავალდებულო გახდა პირველივე სასწავლო წელს სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა, რომელიც შესული იქნება სახელმწიფოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმში“,- ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია