სემეკ-ის წევრი - თუ სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება აღირიცხება, მომხმარებლები ტარიფის გადახდას მიეჩვევიან, ასევე, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდება, კომპანია ნაკლებ ელექტროენერგიას შეისყიდის, შემცირდება დანაკარგიც

ბევრი მცდელობა იყო გამრიცხველიანების, თუმცა უშედეგოდ, რადგან მოსახლეობისგან წინააღმდეგობა იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ ყველა მომხმარებელი დაექვემდებაროს მთავრობის გადაწყვეტილებას. უნდა მოხდეს მოხმარებული კილოვატსაათებისთვის ტარიფის გადახდა, შეღავათების გათვალისწინებით,- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გივი სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემის მოგვარება, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას გამოიწვევს, შენარჩუნდება შეღავათები და დაწესდება გარკვეული სახის ლიმიტები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

„სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ. აუცილებელი იყო, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა მომხდარიყო და პრობლემა მოგვარებულიყო. თუ ელექტროენერგიის მოხმარება სრულად აღირიცხება, ეს გამოიწვევს იმას, რომ მომხმარებლები ტარიფის გადახდას მიეჩვევიან. ასევე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ექნება შესაძლებლობა, რომ ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტაროს. ეს კი დადებითად აისახება ქსელის მდგომარეობაზე.

როდესაც, მომხმარებლის მიერ არ ხდებოდა ტარიფის გადახდა, ეს უარყოფითად აისახება ენერგოკომპანიასა და მის მდგომარეობაზე და ის ხარჯები, ელექტრო კომპანიამ უნდა აინაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ მოემსახურება მომხმარებელს. გამომდინარე აქედან, პრობლემის მოგვარება, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას გამოიწვევს, შენარჩუნდება შეღავათები და დაწესდება გარკვეული სახის ლიმიტები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდება, ელექტრო კომპანიის მიერ ნაკლები ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდება, ასევე შემცირდება დანაკარგიც.

ბევრი მცდელობა იყო გამრიცხველიანების, თუმცა უშედეგოდ, რადგან მოსახლეობისგან წინააღმდეგობა იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ ყველა მომხმარებელი დაექვემდებაროს მთავრობის გადაწყვეტილებას. უნდა მოხდეს მოხმარებული კილოვატსაათებისთვის ტარიფის გადახდა, იმ შეღავათების გათვალისწინებით.

იქნება თუ არა მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა ამის თქმა რთულია, აღნიშნულ პროცესებში შესაბამისი სტრუქტურებიც ჩაერევიან და წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა გივი სანიკიძემ.

ცნობისთვის, სვანეთში, ყველა სოფელსა და დასახლებაში ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება. შესაბამისი განცხადება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ 1-ელ ივნისს გააკეთა. მისი თქმით, გამრიცხველიანების მიზანი უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრაა მესტიის მუნიციპალიტეტში. მდინარაძე ამბობს, რომ ელექტროენერგია სვანეთში გარკვეულ ლიმიტამდე კვლავ უფასო დარჩება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში