ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმაურებიან - მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ეს „გათვლილი ტერორის სტრატეგიაა“, კესტუტის ბუდრისის თქმით კი, უკრაინას „მოქმედება სჭირდება“

რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეზე სისტემატურ ნადირობას - მხოლოდ მტკიცე, უკომპრომისო ზეწოლას და სრულ საერთაშორისო იზოლაციას შეუძლია შეაკავოს აგრესორი, რომელიც საზღვრებს არ ცნობს, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„ეს მოსკოვის გათვლილი ტერორის სტრატეგიაა. მხოლოდ მტკიცე, უკომპრომისო ზეწოლას და სრულ საერთაშორისო იზოლაციას შეუძლია შეაკავოს აგრესორი, რომელიც საზღვრებს არ ცნობს. თავის დაძვრენის ყოველი საშუალება, ყოყმანის ყოველი წამი, ყოველი შერბილებული რეაქცია შემდეგი დარტყმის მოსაწვევად იქცევა. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს“, - წერს ცაჰკნა.

რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისიც და აცხადებს, რომ ტერორის ეს უკანასკნელი ტალღა კიდევ ერთხელ შეხსენებაა იმისა, რომ კრემლი კვლავ ეყრდნობა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს, რადგან ის ბრძოლის ველზე აგებს.

„სულ უფრო ხმამაღლა ისმის ხმები, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან და ბელარუსში მის მარიონეტულ რეჟიმთან კავშირების აღდგენას. ასეთი მოწოდებები უგულებელყოფს მარტივ რეალობას: სახელმწიფოებთან, რომლებიც აგრძელებენ აგრესიულ ომს და ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება შეუძლებელია. ნორმალიზაციისკენ ყოველი ნაბიჯი პასუხისმგებლობის გარეშე მხოლოდ ამხნევებს აგრესორს“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, უკრაინას აღარ სჭირდება მხოლოდ განცხადებები, რომელიც რუსეთის ქმედებებს გმობს.

„მას მოქმედება სჭირდება. საჭირო ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული“, - წერს ბუდრისი.

მისი თქმით, ეს ინსტრუმენტებია: სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა, რუსეთსა და მის თანამზრახველებზე მაქსიმალური ზეწოლის მოხდენა უფრო მკაცრი სანქციების, სრული პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების და აგრესიის დანაშაულისთვის სრული პასუხისმგებლობის დაკისრების გზით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლა მოლაპარაკების ყველა კლასტერის დაუყოვნებლივ გახსნით.

„კრემლმა უნდა გაიგოს, რომ ტერორისტული აქტის ყოველი შემთხვევა უფრო დიდ ზარალს, უფრო ღრმა იზოლაციას და უკრაინისთვის უფრო ძლიერ მხარდაჭერას გამოიწვევს“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში