ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში დაპირისპირება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვისა და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის, კარგი და მნიშვნელოვანია

ოპოზიციაში დაპირისპირება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვისა და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის, კარგი და მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ქართული დემოკრატიის სისტემის გაჯანსაღებისთვისა და ჩამოყალიბებისთვის კარგია, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს, საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის მიერ შეტანილი სარჩელიც შეასრულებს, რომლითაც „ქართული ოცნება“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „ფედერალისტების“ აკრძალვასა და ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

„ასეთი დაპირისპირებები სისუსტის გამოვლინებაა, ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, ყველა თვალსაზრისით, მათ არ აქვთ ხალხის ნდობა, ინსტიტუციურად ისინი არიან დასუსტებულები, პარტიულად არაფერს წარმოადგენენ. ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია. არის პერსონალური დაპირისპირებები, ჩვენ ამას შორიდან ვადევნებთ თვალყურს. ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვისა და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის, ეს პროცესი კარგი და მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ესეც არ არის საკმარისი, ჩვენ აუცილებლად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი და აუცილებლად, განსაკუთრებული გულისყურით წარვადგენთ, ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს