ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება

სააღსრულებო წარმოების პროცესში ყადაღა აღარ დაედება და აღსასრულებლად არ მიექცევა თანხა, რომელიც მოვალე ორსულ ქალს ან მშობელს სახელმწიფოსგან ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში დახმარების სახით გადაეცემა.

შესაბამისი ცვლილება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში აისახება. პროექტის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა.

საკანონმდებლო ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არა უმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში