დონალდ ტრამპი - ირანსა და აშშ-ს  შორის საუბარი სტაბილურად გრძელდება, სად მიგვიყვანს, არავინ იცის, მაგრამ, როგორც ირანს ვუთხარი: “დროა, ასე თუ ისე, შეთანხმება გააფორმოთ“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყალბია ამბები, თითქოს ირანმა და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს საუბარი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრები სადამდე მივა, არავინ იცის, მაგრამ ირანელებს უთხრა, რომ დროა შეთანხმება გააფორმონ.

“ცრუ ახალი ამბები, თითქოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს საუბარი, ყალბი და მცდარია. ჩვენს შორის საუბარი სტაბილურად გრძელდება, მათ შორის ოთხი დღის წინ, სამი დღის წინ, ორი დღის წინ, ერთი დღის წინ და დღეს. სად მიგვიყვანს, არავინ იცის, მაგრამ, როგორც ირანს ვუთხარი, “დროა, ასე თუ ისე, რომ შეთანხმება გააფორმოთ. 47 წელია აკეთებთ ამას, და არ შეიძლება ამის გაგრძელების დაშვება”, - წერს ტრამპი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს