ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბბინასა და საჰაერო ბაზაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, რეგიონში ამერიკულ ბაზებს და ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე გემს დაარტყეს.

მათი მტკიცებით, დარტყმები იყო პასუხი აშშ-ის მიერ ირანთან დაკავშირებულ ნავთობტანკერსა და კეშმის კუნძულზე განხორციელებულ დარტყმებზე, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე განაცხადა, რომ რაკეტები ესროლეს გემს, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ Panaya-ს, ირანის მნიშვნელოვანი ნავთობპორტის, ხარგის კუნძულისკენ მიმავალ ნავთობტანკერზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ.

ირანმა განაცხადა, რომ რაკეტებითა და დრონებით საპასუხო თავდასხმები განახორციელა ამერიკის საჰაერო და ვერტმფრენების ბაზაზე, ასევე აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბბინაზე, რომელიც ბაჰრეინში მდებარეობს.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უარყო ირანის მტკიცება, რომ ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა და რეგიონში აშშ-ის საჰაერო ბაზა დაბომბეს. CENTCOM-ის ინფორმაციით, ირანმა რაკეტები ისროლა როგორც ქუვეითის, ასევე ბაჰრეინის, მიმართულებით, მაგრამ ქუვეითისკენ გასროლილი რაკეტები გზაში ჩამოვარდა ან დაიშალა, ბაჰრეინისკენ გასროლილი რაკეტები კი აშშ-ისა და ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს