შალვა პაპუაშვილი - საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს - წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ

წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „საქართველოს ყვავივით დაჩხავის ზოგიერთი უცხოელი და მის წარუმატებლობას ელის“.

„ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოზე საუბრობს და ფაქტობრივად, ჩამოწერილი ვყავართ. განვითარების მთავარ მაგალითად გვისახავს მოლდოვას და უკრაინას, ერთშიც და მეორეშიც ვხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციას და კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს. გუშინ მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებაც იყო, რომ ისინი გეგმა B და გეგმა A-დ განიხილავენ რუმინეთთან მიერთებით ევროკავშირში გაწევრიანებას და არა ისე გაწევრიანებას, როგორც სუვერენული სახელმწიფოს. ასევე, ვხედავთ უკრაინასთან მიმართებით, მათ შორის გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომ სავარაუდოდ, მშვიდობის ერთ-ერთი წინაპირობა ტერიტორიული დათმობა იქნება ევროკავშირში რაიმე წინსვლისთვის. ჩვენ ყვავივით დაგვჩხავის ზოგიერთი უცხოელი, ელიან, როდის იქნება, რომ რამენაირად მაჩვენებელი არ იყოს ისეთი, რომელსაც მთავრობა გეგმავს. შემდეგ ნიშნისმოგებით რომ გვესაუბრონ, თითქოს მთავრობას არასწორი პოლიტიკა აქვს. ამის საპირისპიროდ, საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს, ქართველ ხალხს და საქართველოს წარუმატებლობას ელის, იქნება ეს ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია თუ გარედან ჩვენი კეთილისმსურველები. საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის მიმართულებით. ეკონომიკური განვითარებაც ვერ იქნებოდა, რომ არ გვქონდეს უსაფრთხოების ის სტანდარტი შენარჩუნებული, რაც ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორს აკეთებს, რომ ყურს არ უგდებს ცრუ მრჩევლებს. მათთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ეკონომიკურ სტაგნაციაში ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა იმაზე, თუ რა ინტერესები აქვს ბრიუსელს რეგიონსა თუ საქართველოში. ამით ქართველი ხალხი მხოლოდ იგებს. წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა