პრემიერი დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე - იმედი გვაქვს, ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს - ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან

გვქონდა პირველი შეხვედრა დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლებთან, სადაც კიდევ ერთხელ გავცვალეთ მოსაზრებები და ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ერთად მოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და მისი გასაწყვეტისას პირველ რიგში ბავშვების ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ.

„დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ, გავცვალეთ მოსაზრებები, ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად მედიკამენტებთან დაკავშირებით. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი. თავიდანვე, შეხვედრის დასაწყისშივე შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ზეგ დილამდე შედგება მეორე შეხვედრა, სადაც უკვე იმედი გვაქვს, რომ ერთად დავსახავთ საკითხის გადაჭრის გზებს. ეს იქნება უკვე მეორე შეხვედრის მიზანი, რომელიც მაქსიმუმ ზეგ დილისთვის შედგება. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ერთობლივად გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, ძალიან მგრძნობიარე საკითხია და პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ერთად მოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ