შიიტი მუსლიმები ღადირ ხუმს დღესასწაულობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს ღადირ ხუმის დღესასწაულს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შიიტი მუსლიმები მნიშვნელოვან - ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ, როცა იმამი ალი, ღმერთის ბრძანებით და წინასწარმეტყველ მუჰამედის მეშვეობით, იმამად (მემკვიდრედ) აირჩიეს.

„გადმოცემით, სწორედ ამ დღეს, ჰიჯრის (გადასახლების) მეათე წელს, წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, ალაჰის ბრძანებით გამოაცხადა იმამი ალი იბნ აბუ ტალიბი თავის მემკვიდრედ, ღადის ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის).

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს