რუსეთმა კიევში, იაგოტინსკის ქარხანას დაარტყა - 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა

რუსული ძალების მიერ კიევის ოლქის ბროვარის რაიონში საკვების გადამამუშავებელ ქარხანაზე - “იაგოტინსკი ბავშვებისთვის” - დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, - ინფორმაცია უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კომპანიის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა, ზოგიერთი ნაგებობა ნაწილობრივ განადგურდა.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიღწეული „გამარჯვებების სიაში“ შედის ქარხანა „იაგოტინსკი ბავშვებისთვის“, რომელიც ბავშვებისთვის საკვებ პროდუქტებს აწარმოებდა.

მისივე ინფორმაციით, ამავე „სიაში“ ასევე შედის დნიპროს რეგიონში მდებარე საკვები პროდუქტების საწყობები და საფოსტო პუნქტი, სასწრაფო დახმარების მანქანა ხერსონში, სკოლის შენობა სუმის ოლქში, საპორტო ინფრასტრუქტურა ოდესის ოლქში, ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობები და ამბულატორიული კლინიკის შენობა ხარკოვის ოლქში.

„რუსეთი აგრძელებს სიცოცხლის წინააღმდეგ ომს. ანტიბალისტიკური თავდაცვის დახმარების ყველა პაკეტი, იარაღის წარმოების შესახებ ყველა ერთობლივი შეთანხმება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ყველა ნაბიჯი - ეს ყველაფერი ხელს უწყობს ადამიანების სიცოცხლის დაცვას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს! მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ რუსეთი, დაასრულოს ომი და დიპლომატიის გზით წავიდეს”, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია