რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 186 უკრაინელი დაბრუნდა

უკრაინამ, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 186 მოქალაქე დააბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს კიდევ 185 უკრაინელი დამცველი რუსეთის ტყვეობიდან სამშობლოში ბრუნდება. დამცველებთან ერთად შინ ერთი მშვიდობიანი მოქალაქეც ბრუნდება. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები არიან. რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. ისინი იცავდნენ ჩვენს ქვეყანას მარიუპოლსა და აზოვსტალში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევისა და კურსკის მიმართულებით. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთის მრავალწლიანი რუსული ტყვეობის შემდეგ დაბრუნდნენ, ტყვეობიდან, რომელშიც 2022 წლიდან იმყოფებიან“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი აღნიშნავს, რომ ეს ტყვეების 75-ე გაცვლაა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია