ელენე ხოშტარია - საუბარი და კამათი იმაზე, თუ ოპოზიციის რომელ ტაქტიკას ემხრობა ამერიკა, უბრალოდ სასაცილოა

საუბარი და კამათი იმაზე, თუ ოპოზიციის რომელ ტაქტიკას ემხრობა ამერიკა, უბრალოდ სასაცილოა, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რუსთავის ქალთა ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ხოშტარია აცხადებს, სანამ ოპოზიცია არ ნებდება, ევროპა და აშშ „ივანიშვილის სტატუს კვოს“ არ მიიღებს.

„ამერიკის პოზიცია აბსოლუტურად ცხადია. სტრატეგიული პარტნიორობისთვის საქართველო უნდა იყოს სტაბილური ქვეყანა. ამის გარეშე, ზედმეტია ლაპარაკი რაიმე წინ გადადგმულ ნაბიჯზე.

სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე, უბრალოდ გამორიცხულია. დემოკრატია კი ჩვენი დასაბრუნებელია. ამასთანავე, გამორიცხულია ივანიშვილის სტატუს კვოს მიღება. სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ და ვიბრძვით, სანამ ჩვენ არ ვნებდებით, ვერანაირი არადემოკრატიული სტატუს კვო ვერ დამყარდება და ვერც ჩვენი პარტნიორები მიიღებენ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ნათელია - ვიბრძვით ბოლომდე დემოკრატიისა და თავისუფლების დასაბრუნებლად.

რაც შეეხება, საუბარსა და კამათს იმაზე, თუ ოპოზიციის რომელ ტაქტიკას ემხრობა ამერიკა, უბრალოდ სასაცილოა. ამასთანავე, კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. დღეს ჩვენ გვყავს ორი დიდი პარტნიორი ამერიკა და ევროკავშირი, რომელთა მოქმედებებშიც გარკვეული ტაქტიკური განსხვავებები არის, ეს ჩვენ გვაძლევს გარკვეულ უპირატესობას და შესაძლებლობას, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა და ევროპა ერთი საერთო ტრანსატლანტიკური ფასეულობების სივრცეა, დღეს ტაქტიკური განსხვავება ნამდვილად არის და ეს განსხვავება ჩვენს ბრძოლაში შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ. ვუბრუნდებით მთავარ ამოცანას - ჩვენს ნაცვლად არავინ იბრძოლებს, ჩვენს ბრძოლაში ყველა დაგვეხმარება!“, - წერს ელენე ხოშტარია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია