მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კალიფორნიის შტატში საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის დაფუძნების საკითხი.

„საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრესს, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას, სტრატეგიულ მდებარეობასა და პოტენციალს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების კონტექსტში სან-ფრანცისკოში საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობაზე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოტენციალის სათანადოდ გამოყენების მნიშვნელობაზე. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია