სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს კარიმ ხანს, სექსუალური ძალადობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების გამო, უფლებამოსილება შეუჩერდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, კარიმ ხანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებებით დაწყებული დისციპლინური პროცესი დასრულდა, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

სასამართლოს მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ხანის წინააღმდეგ საქმის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების სპეციალურ სხდომაზე გადაგზავნას, რათა მათ მისი მომავალი განიხილონ.

Guardian-ის მიერ მოძიებული დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს 21 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარმა კომიტეტმა კვალიფიციური უმრავლესობით დაადგინა, რომ ხანმა სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით სერიოზული გადაცდომა ჩაიდინა.

სასამართლოს 125 წევრ სახელმწიფოში საქმის გადაგზავნის გადაწყვეტილება უკანასკნელი ინსტანციის სასამართლოსთვის უპრეცედენტო ნაბიჯია და შესაძლოა პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კენჭისყრა გამოიწვიოს.

ხანის წინააღმდეგ ბრალდებები პირველად 2024 წელს გაჟღერდა. სარჩელი შეიტანა ქალმა, რომელიც მასთან ჰააგაში, სასამართლოს შტაბ-ბინაში მუშაობდა და ის 2023-2024 წლებში ხანის ქცევას ეხება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ბრალდებები არაერთხელ უარყო.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება